Accessibility links

site logo site logo

AstraZeneca-მ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობის რეიტინგი 76%-ით განსაზღვრა


ბრიტანულ-შვედურ კონცერნ AsrtaZeneca-ის ახალი რეიტინგის თანხმად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობა 76 %-ით განისაზღვრა. ადრინდელი რეიტინგით ვაქცინის ეფექტურობის მაჩვენებელი 79%-ს შეადგენდა.

ეფექტურობის ხელახალი განსაზღვის მიზეზი კომპანიის განმარტებით გახდა ერთ-ერთი დამოუკიდებელი ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის დასკვნა.

3 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIAID) აღნიშნა, რომ AstraZeneca-მ თავისი ვაქცინის გამოცდის თაობაზე შესაძლოა გამოაქვეყნა მოძველებული ინფორმაცია, რომელიც მისი ეფექტიანობის „არასრულ“ სურათს იძლევა.

ვაქცინა ჯერჯერობით არ არის აშშ-ში ნებადართული.

კომპანია AstraZeneca-ში აცხადებენ, რომ უახლოეს კვირებში აპირებს მიმართოს აშშ-ის ვაქცინის გადაუდებელ გამოყენებაზე ნებართვისთვის.
ამასთან კომპანიაში კვლავ გაიმეორეს, რომ ოქსფორდის უნივერსიტეtთან ერთობლივად შემუშავებული ვაქცინა 100 %-ით არის ეფექტიანი დაავადების მძიმე და კრიტიკული ფორმების წინააღმდეგ. ხოლო 65 წლის და მეტი ასაკის პაციენტების შემთხვევაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინამ კორონავირუსის წინააღმდეგ 85%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG