Accessibility links

site logo site logo

რუსეთის კულტურის მოღვაწეები ალექსეი ნავლნისთვის საპატიმროში ნორმალურ პირობებს მოითხოვენ


რუსმა რეჟისორებმა, მწერლებმა, მსახიობებმა და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებმა ღია წერილით მიმართეს რუსეთის ხელისუფლებას, რომლისგანაც მოითხოვენ, რომ ოპოზიციის ლიდერს, ალექეი ნავალნის კოლონიაში ჰქონდეს ცხოვრების ნორმალური პირობები, უზრუნველყოფილი იყოს ადვოკატებთან თავისუფალი შეხვედრა და მოხსნან იგი აღრიცხვიდან, როგორ გაქცევის მიდრეკილების მქონე პირი.

წერილის ადრესატები არიან რუსეთის საჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორი ალექსანდრ კალაშნიკოვი, გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში რუსეთის ფედერაციის საბჭოს რწმუნებული, ტატიანა მოსკალკოვა.

ხელისუფლებისადმი მიმართვას ხელს აწერს 158 კაცი, მათ შორის რეჟისორები გარი ბარდინი, ანდრეი ზვიაგინცევი, ვიტალი მანსკი და ანდრეი სმირნოვი, მსახიობები ჩულპან ხამატოვა და ელენა კორნევა, მწერალ ლიუდმილა ულიცკაია და სხვები.

წინა დღით ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ადვოკატები იტყობინებიოდნენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა. ნავალნი ვლადიმირის ოლქის ქალაქ პოკროვის კოლონიაში იხდის სასჯელს.

ადვოკატების, ოლგა მიხაილოვასა და ვადიმ კობზევის თქმით, გასული კვირის ბოლოს შემდეგ ნავალნის ზურგის ძლიერი ტკივილები აქვს. გარდა ამისა, ის ჩივის, რომ ფეხი ერთმევა. ამასთან, ადვოკატების თანახმად, ნავალნის აქამდე მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის ორი აბი მისცეს.

მოგვიანებით რუსეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ საპატიმროში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა „დამაკმაყოფილებელია“.

2 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ რუს ოპოზიციონერს კოლონიაში თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 2013 წლის საქმის გამო. მას დაახლოებით ორნახევარი წელიწადი მოუწევს იქ ყოფნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG