Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში ყოფილ პოლიციელებს განაჩენი გამოუტანეს სომხური წარმოშობის ჟურნალისტის მკვლელობისთვის


ჰრანტ დინქი, სომხური წარმოშობის თურქი ჟურნალისტი, რომელიც 2007 წელს სტამბოლში ქუჩაში მოკლეს
ჰრანტ დინქი, სომხური წარმოშობის თურქი ჟურნალისტი, რომელიც 2007 წელს სტამბოლში ქუჩაში მოკლეს

სტამბოლში სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა სომხური წარმოშობის თურქი ჟურნალისტის მკვლელობისთვის პოლიციის ორ ყოფილ უფროსს და უშიშროების სამსახურის ორ ყოფილ თანამშრომელს. ისინი დამნაშავედ ცნეს 2007 წელს 19 იანვარს ორენოვანი თურქულ-სომხური ჟურნალის, „აგოსის“ რედაქტორის, ჰრანტ დინქის მოკვლაში.

დინქი იყო თურქებსა და სომხებს შორის შერიგების თავგამოდებული მომხრე.

მკვლელობის შემდეგ ათეულათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში დინქის საგლოვად.

სულ, 76 ეჭვმიტანილს წაუყენეს ბრალდება. სხვათა შორის მათაც, ვინც ვერ აღმოაჩინა დროულად დინქის მკვლელობის შეთქმულება.

26 მარტს სტამბოლის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ქალაქის პოლიციის ყოფილ უფროსს, რამაზან აქიურექს და მის მოადგილეს, ფაუთ ილმაზერს, განზრახ მკლელობისთვის, იტყობინება „აგოსი“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალი რანგის თანამშრომლებს, იავუზ ქარაქაიას და მუჰარემ დემირქალეს ასევე სამუდამო პატიმრობა განუსაზღვრეს სასჯელად.

2012 წელს დინქის მკვლელობისთვის 23 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ულტრანაციონალისტების მომხრეს, ოგუნ სამასთს, რომელიც მკვლელობის დროს 17 წლისა იყო. 28-წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს ალი ოზს, რომელიც განაგებდა შავიზღვისპირა რეგიონის ტრაბზონის შინაგან საქმეთა განყოფილებას. ოგუნ სამასთი ამ არეალიდან იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG