Accessibility links

site logo site logo

კრისტიან დანიელსონი ელჩებთან შეხვედრას მართავს


ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ამ წუთებში საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს ხვდება.

შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში მიმდინარეობს.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მეორედ 27 მარტს, გვიან ღამით ჩამოვიდა და მედიასთან განაცხადა, რომ "ახლა კომპრომისის დროა, კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი ძლიერების გამოვლინებააო".

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი საქართველოში პირველად 12 მარტს ჩამოვიდა და შეხვედრები გამართა ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ლიდერებთან. მისი მედიაციით გაერთიანებულ ფორმატში ხელისუფლების წარმომადგენლები და ოპოზიციის ლიდერებიც შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

დანიელსონი მედიაციის პროცესს ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG