Accessibility links

site logo site logo

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აპრილში გადადგება, რათა არჩევნები ჩატარდეს


სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აპრილში გადადგება. მან აღნიშნა, რომ ამას აკეთებს „არა იმისთვის, რომ წავიდეს, არამედ რათა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები“. კანონმდებლობის თანახმად, ის კენჭისყრამდე განაგრძობს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას.

სომხეთში რიგგარეშე არჩევნები ივნისში გაიმართება.

ოპოზიცია ფაშინიანის საბოლოო გადადგომას ითხოვს. მისმა მოწინააღმდეგეებმა 28 მარტს მორიგი მიტინგი გამართეს ერევნის ცენტრში. მანამდე მათ გამოთქვეს შიში, რომ ფაშინიანის გადადგომის გარეშე არჩევნები არ იქნება სამართლიანი, მაგრამ პრემიერმა პირობა დადო, რომ დამარცხების შემთხვევაში ხელისუფლებას მემკვიდრეს გადასცემს.

სომხეთში ერთ თვეზე მეტია, განახლდა საპროტესტო გამოსვლები. თავდაპირველად ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია აზერბაიჯანის კუთვნილი და ძირითადად სომხებით დასახლებული მთიანი ყარაბაღის თაობაზე ბაქოსთან მიღწეულმა სამშვიდობო შეთანხმებამ. დოკუმენტის თანახმად, რეგიონის ტერიტორიის ნაწილი კვლავ აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარა. ფაშინიანი აცხადებს, რომ მხოლოდ ასეთი შეთანხმების საფუძველზე იყო შესაძლებელი გამწვავებული კონფლიქტის შეჩერება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG