Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

307 ათასი მსესხებელი, 27.8%-იანი წლიური განაკვეთი, 18.4 მლნ მოგება - ლომბარდები 2020 წელს


2020 წელს საქართველოში 193-მა სალომბარდო დაწესებულებამ გასცა 323 მილიონამდე ლარის სესხი, საშუალოწლიურ 27.8%-ში, 307 ათას მსესხებელზე და მიიღო 18.4 მლნ ლარის მოგება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საშუალოწლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა (36%), ხოლო ყველაზე დაბალი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (22.3%).

ყველაზე მეტი მსესხებელი თბილისზე მოდის, მეორე ადგილზეა აჭარა.

გასულ წლებთან შედარებით, შემცირებულია როგორც მსესხებელთა რიცხვი, ასევე, საშუალო საპროცენტო განაკვეთი.

საპროცენტრო განაკვეთი

  • 2013 წელს - 54,1%
  • 2017 წელს 45,4%
  • 2020 წელს 27,8%

მსესხებლები

  • 2013 წელს - 682 000
  • 2017 წელს - 609 400
  • 2020 წელს - 307 000

მოგება

  • 2013 წელს - 21.6 მილიონი
  • 2017 წელს - 47.6 მილიონი
  • 2020 წელს - 18,4 მილიონი

სესხის მოცულობა

  • 2013 წელს - 210,7 მილიონი
  • 2017 წელს - 405,8 მილიონი
  • 2020 წელს - 322,8 მილიონი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG