Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო დატოვა


სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა კომპანია „ცენტრ პოინტის“ თანადამფუძნებელმა, პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა რუსუდან კერვალიშვილმა. მან 4-წლიანი სასჯელი რუსთავში მდებარე ქალთა მე-5 დაწესებულებაში მოიხადა.

2017 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში, რუსუდან კერვალიშვილი დამნაშავედ ცნო თაღლითობასა და მეანაბრეთა თანხების მითვისებაში და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"ყველაზე დიდი შეგრძნებაა თავისუფლება. რა თქმა უნდა, განცდა ძალიან დიდი მაქვს და ერთი მაქვს ძალიან დიდი - სინანული, რომ ადამიანები, ვინც ძალიან გვენდნენ, წლების განმავლობაში დაზარალდნენ ჩვენთან ერთად. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ხუთი წელიწადია მაია აქ არის და მე ოთხი წელიწადია, არ მოხერხდა, რომ პრობლემა დასრულდეს. ახლა იმედი მოგვეცა, რომ ერთ თვეში იწყება მშენებლობა მერიასთან ერთად. სანამდე ვართ მე და მაია, ჩვენი ამოცანა ერთია - ყველა ადამიანი შევიდეს თავიანთ ბინებში", - უთხრა ჟურნალისტებს საპატიმროდან გამოსულმა რუსუდან კერვალიშვილმა.

საპატიროში რჩება რუსუდან კერვალიშვილის და, „ცენტრ პოინტის“ ხელმძღვანელი მაია რჩეულიშვილი, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორ ეპიზოდში და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

XS
SM
MD
LG