Accessibility links

site logo site logo

მეცნიერთა ვარაუდით, COVID-19-ის ვირუსი ადამიანებში ღამურებისგან გავრცელდა


COVID-19-ის წარმოშობის თაობაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და ჩინელი ექსპერტების მიერ ჩატარებული ერთობლივი გამოკვლევის თანახმად, ვირუსი, დიდი ალბათობით, ადამიანებში ღამურებისგან გავრცელდა ან პირდაპირ, ან სხვა ცხოველების გზით. მაგრამ ანგარიში, რომელსაც მის გამოქვეყნებამდე რამდენიმე მედიაორგანიზაცია გაეცნო, არ იძლევა საბოლოო პასუხს პანდემიის წარმოშობაზე. ხოლო აშშ ჩინეთის ჩარევის გამო ამ ჰიპოთეზას გარკვეული სკეპტიციზმით შეხვდა.

ერთობლივი ანგარიშის გამოქვეყნებამდე, WHO-ის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰამონ ღებრეიესუსმა აღნიშნა, რომ პანდემიის წარმომავლობის შესახებ ყველა ჰიპოთეზა ღიაა და საჭიროებს შემდგომ მეცნიერეულ შესწავლას. ანგარიშში ნათქვამია, რომ კორონავირუსის გამომწვევი ვირუსი, SARS-CoV-2, ადამიანებში გავრცელდა ღამურებისგან სხვა ცხოველების გზით.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გაურკვეველი დარჩა ქალაქ უჰანში მდებარე ბაზრის როლი პანდემიის გავრცელების საკითხში. 2019 წლის დეკემბერში კორონავირუსით ადამიანების მასობრივი დაინფიცირება ჩინეთის სწორედ ამ ქალაქიდან დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG