Accessibility links

site logo site logo

AstraZeneca-ს ვაქცინას ამიერიდან Vaxzevria ეწოდება


COVID-19-ის საწინააღმდეგო ბრიტანულ-შვედურ ვაქცინა AstraZeneca-ს სახელი გადაერქვა და მას ამიერიდან Vaxzevria ეწოდება. ამის შესახებ ვაქცინის მწარმოებელმა განაცხადა. შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნდა სამედიცინო საშუალებების ევროპული სააგენტოს ვებსაიტზე.

სახელწოდების შეცვლა არ ნიშნავს ვაქცინის შემადგენლობის შეცვლას, მაგრამ წარწერა და შეფუთვა შეიძლება შეიცვალოს, ნათქვამია შვედეთის სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს ინფორმაციაში.

რატომ გადაწყვიტა მწარმოებელმა ვაქცინის სახელწოდების შეცვლა, არ იტყობინებიან.

სახელწოდების შეცვლის ფონია რამდენიმე ათეულ ქვეყანაში ახლახან AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შეჩერება მას შემდეგ, რაც გაჩნდა ინფორმაცია აცრილთა შორის თრომბოზის განვითარების შესახებ. 18 მარტს ევროკავშირის მარეგულირებელმა ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტიანად გამოაცხადა. ამის შემდეგ მალე რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ და იტალიამ, განაახლეს AstraZeneca-თი ვაქცინაცია.

მარტის ბოლოს კომპანია AstraZeneca-მ განმეორებითი გამოკვლევის შემდეგ 85%-დან 79%-მდე შეამცირა თავისი პრეპარატის ეფექტიანობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG