Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაქცინაცინის დანაკარგების შესამცირებლად პოლიციისა და ჯარისთვის "სათადარიგო სიები" იქმნება


საქართველოში კორონავირუსზე არსებული ვაქცინის დანაკარგების შესამცირებლად "სათადარიგო სიები" იქმნება. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე თქვა, ამ სიებში პოლიციის და ჯარის წარმომადგენლები ჩაეწერებიან.

"პოლიციის და ჯარის ჩართულობით მოხდეს იმ სათადარიგო სიის შექმნა, რომლებიც სავარაუდო დოზების აცრაში მიიღებენ მონაწილეობას", - თქვა ტიკარაძემ.

"ფაიზერის" ვაქცინის შემთხვევაში ერთ შეფუთვაში 6 პირისთვის სამყოფი დოზაა, "ასტრაზენეკას" შემთხვევაში კი 10. თუ დოზები იმავე დღეს არ იქნება ათვისებული, ის მეორე დღისთვის უვარგისი ხდება. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე დანაკარგები, დაახლოებით, 3 პროცენტია.

დღევანდელი გადაწყვეტილებითვე ვაქცინაციის ჯგუფი ფართოვდება. 5 აპრილიდან ვაქცინის გასაკეთებლად რეგისტრაცია 55 წელს გადაცილებულ პირებსაც შეეძლებათ. ახალი გადაწყვეტილებით, ვაქცინის გაკეთებას შეძლებენ დიალიზზე მყოფი პირები და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG