Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიკარაძე: იმის გამო, რომ ვაქცინებს ერთმანეთისგან ვანსხვავებთ, პარტნიორებისგან შენიშვნა მივიღეთ


ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით სხვადასხვა დამოკიდებულების გამო ქვეყანამ საერთაშორისო პარტნიორებისგან შენიშვნა მიიღო. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებისგან მივიღეთ უკვე შენიშვნები, რომ ვანსხვავებთ ვაქცინებს. ეს არანაირად მისასალმებული არ არის საერთაშორისო პარტნიორებისგან, ვინაიდან მსოფლიოში ყველგან ადამიანებს არ აქვთ არჩევანის უფლება. ისინი, უბრალოდ, მიდიან და იკეთებენ ვაქცინას და არ არჩევენ მათ სახელის და მწარმოებლის მიხედვით, ვინაიდან ჩათვლილი არის, რომ ყველა ვაქცინას ერთნაირად აქვს მაღალი ეფექტურობა, მათ აქვთ ნაკლები ზიანი და მეტი სარგებელი", - თქვა მინისტრმა.

საქართველოში ვაქცინაცია რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, თუმცა მსურველთა რაოდენობა "ასტრაზენეკას" ვაქცინაზე დაბალი იყო, "ფაიზერის" გამოჩენისთანავე კი მოთხოვნა გაიზარდა. ახლა 14 აპრილის ჩათვლით "ფაიზერის" ვაქცინაზე ადგილების დიდი ნაწილი უკვე შევსებულია.

ქვეყანაში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 31 მარტის მონაცემებით, აცრილია 6757 პირი. მათ შორის არიან სამედიცინო პერსონალი და 65 წელს გადაცილებული პირები.

დღევანდელი გადაწყვეტილებით ვაქცინაციის ჯგუფი ფართოვდება. 5 აპრილიდან ვაქცინის გასაკეთებლად რეგისტრაცია 55 წელს გადაცილებულ პირებსაც შეეძლებათ. ახალი გადაწყვეტილებითვე, ვაქცინის გაკეთებას შეძლებენ დიალიზზე მყოფი პირები და ორგანოგადანერგილი პაციენტებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG