Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WISG: საქართველოში პირველად ტრანსი ადამიანის გენდერი სამართლებრივად აღიარებს


„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერთა ჯგუფის" (WISG) ინფორმაციით, 25 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ტრანსი ქალის ლ. მ.-ს მოთხოვნა და მისი გენდერის მარკერი „მამრობითი“ „მდედრობითით“ შეიცვალა.

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოში სახელმწიფოს მხრიდან ტრანსი ადამიანის გენდერის სამართლებრივად აღიარების. „ამ დრომდე არ არსებობს გენდერის სამართლებრივი აღიარების საკანონმდებლო და ადმინისტრაციული მექანიზმი. ეს ფაქტი მხოლოდ ილუსტრაციაა ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკის, რომელსაც შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია", - აცხადებს „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერთა ჯგუფი".

WISG, რომელიც მრავალი წელია მუშაობს სახელმწიფოში არსებული პრაქტიკის შეცვლის მიზნით, მიიჩნევს, რომ გენდერის სამართლებრივი აღიარების პროცესის დაურეგულირებლობა ზრდის ტრანსი ადამიანების უმუშევრობისა და სიღარიბის რისკს, ხელს უწყობს ჯგუფის წევრთა მარგინალიზაციას და კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის მათ ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და დისკრიმინაციის მიმართ.

ორგანიზაცია ელოდება გენდერის სამართლებრივი აღიარების შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ორი ქართველი ტრანსი მამაკაცის საქმეზე.

„2019 წლის მარტში ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ევროპული ცენტრმა (EHRAC) და „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" საქართველოს მთავრობის დაკვირვებებზე პასუხი წარადგინეს ორი ქართველი ტრანსი მამაკაცის საქმეზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების უარს მათ ოფიციალურ დოკუმენტებში გენდერის მარკერის შეცვლის თაობაზე სტრასბურგში ასაჩივრებენ. განმცხადებლებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2017 წელს მიმართეს.

ორივე აპლიკანტის მოთხოვნა, რომ მათი გენდერის მარკერის ცვლილება ასახულიყო ოფიციალურ დოკუმენტებში, მათი მამრობით გენდერთან იდენტიფიცირების შესაბამისად, უარყოფილ იქნა საქართველოს ხელისუფლების მიერ. გადაწყვეტილება კი დასაბუთდა იმით, რომ გენდერის მარკერის ცვლილებისთვის აუცილებელი პირობა სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაცია იყო. მხოლოდ ამის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი ოფიციალურ დოკუმენტებში ცვლილების ასახვა.[2] სტრასბურგის სასამართლოს საქმეზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია", - ნათქვამია WISG-ის განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG