საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში პირველი ქულა მოიპოვა.
დღეს გამართულ მესამე ტურის შეხვედრაში, ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი საბერძნეთის ნაკრებს სტუმრად დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ დასრულდა - 1:1. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 75-ე წუთზე მასპინძლები ოთარ კაკაბაძის ავტოგოლით დაწინაურდნენ. სამიოდ წუთში კი ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გაათანაბრა.
საბერძნეთთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე შესარჩევ ციკლში ორი თამაში ჩაატარა და ორივე წააგო - სტუმრად შვედეთთან (0:1) და თბილისში ესპანეთთან (1:2). მომდევნო შეხვედრას კი 2 სექტემბერს ისევ შინ გამართავს, ჯგუფის აუტსაიდერ კოსოვოსთან.
დაწერეთ კომენტარი