Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორ ორბანი, პოლონელ და იტალიელ მემარჯვენე პოლიტიკურ ლიდერებს შეხვდა ახალი გაერთიანების შექმნასთან დაკავშირებით


მატეო სალვინი და ვიქტორ ორბანი
მატეო სალვინი და ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 1 აპრილს შეხვდა თავის პოლონელ კოლეგას მატეუშ მორავეცკისა და იტალიის წამყვანი მემარჯვენე პარტიის „ჩრილოეთის ლიგის“ ლიდერს, მატეო სალვინის, რათა ერთობლივად ემსჯელათ ევროპის ახალი პოლიტიკური დაჯგუფების შექმენის შესახებ.

ამას წინ უძღოდა ვიქტორ ორბანის ლიდერობით მოქმედი „ფიდესის“პარტიის მიერ ევროპის ყველაზე დიდი მემარჯვენე-ცენტრისტული სახალხო პარტიის (EPP) რიგების და მოგვიანებით ევროპარლამენტის შესაბამისი ფრაქციის დატოვება.

„ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ ახალი პლატფორმა, ორგანიზაცია, დავიწყოთ პროცესი, რომლითაც შესაბამისი წარმომადგენლობა ეყოლება იმ ადამიანებს, რომლებსაც ტრადიციულ ევროპისა სჯერათ“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში, სალივანთან და მორავეცკისთან შეხვედრის დროს.

პოლენეთის მმართველი „სამართალი და სამართლიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკიც მიესალმა ასეთი გაერთიანების შექმნას.

„დღეს აუცილებელა ისეთი ძლიერი ჯგუფის შექმნაზე მსჯელობა, რომელიც დაიცავს ტრადიციულ და მორალურ ფასეულობებს, რომელზეც ვითარდებოდა ევროპული ცივლიზიაცია“, - განაცხადა უნგრეთიდან გამგზავრების წინ მორავეცკიმ.

ვიქტორ ორბანს აქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ემხრობა ევროკავშირის ანტირუსული სანქციების გაუქმებას.

მატეო სალვინიც ითვლება პრორუსულად განწყობილ ევროპელ პოლიტიკოსად, რაც შეუძლებელია მოეწონოს მატეუშ მორავეცკის და რუსეთის მიმართ ტრადიციულად კრტიკულად განწყობილ პოლონურ ისტებლიშემენტს თუ სხვა პოტენციურ მოკავშირეებს, აცხადებენ დიპლომატები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG