Accessibility links

site logo site logo

სომხეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ვადამდელი არჩევნების სრულიად პროპორციული სისტემით ჩატარებას


.

სომხეთის პარლამეტმა 1 აპრილს მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებას, რომელიც ოპიზიციის განცხადებით ჩაფიქრებულია იმისათვის, რომ დაეხმაროს პრემიერ-მინისტრ ნიკოლა ფაშინიანს გაიმარჯვოს ივნისისთვის მოსალოდნელ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში.

24 მარტს ფაშინიანის ინიციატივით განსაზღვრული ცვლილებები ქვეყნის საარჩევნო სისტემის სრულიად პროპორციულ ყაიდაზე გადასვლას ითვალისწინებს.

აქამდე სომხეთში არჩევნები ტარდებოდა, შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით. ბოლო ორ არჩევნების შედეგად სომხეთში საპარლამენტო მანდატები თანაბრად ნაწილდებოდა როგორც ეროვნული პარტების სიაში შემავალ, ისე ინდუვიდულურ კანიდატებს შორის.

1 აპრიმლი მიღებული საკანონმდებლო ცვლილებით მომავალი საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება. გადაწყვეტილენას მხარი დაუჭირა ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ „ჩემმა ნაბიჯმა“. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ არც ოპოზიციური „აყვავებული სომხეთის“ და „გაბრწყინებული სომხეთის“ პარტიებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აპრილში გადადგება. მან აღნიშნა, რომ ამას აკეთებს „არა იმისთვის, რომ წავიდეს, არამედ რათა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები“. კანონმდებლობის თანახმად, ის კენჭისყრამდე განაგრძობს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას.

სომხეთში რიგგარეშე არჩევნები ივნისში გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG