Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლსკი სანქციებზე: გაუგებარია ამ 7 ევროპარლამენტარის პოზიცია... ცნობისთვის, იქ რამდენიმე ასეული პარლამენტარია


საქართველოს პარლამენტის წევრი გია ვოლსკი გაუგებარს უწოდებს იმ ევროპარლამენტარების პოზიციას, რომლებიც პოლიტიკურ კონსენსუსზე უარის თქმის გამო საქართველოსთვის დახმარების შეწყვეტას მოითხოვენ. ასე გამოეხმაურა ვოლსკი მოსალოდნელი სანქციების შესახებ ინფორმაციას.

"იმის მაგივრად, რომ ამ თემებზე საუბრობდნენ, საიდან მოდის, რატომ ვერ შეთანხმდნენ, რა იყო ევროკავშირის პოზიცია და არა ევროპარლამენტის და აქედან გამომდინარე იმუქრებიან, რომ სანქციები დაუწესდება საქართველოს, თუკი ისინი, ეს 6 ევროპარლამენტარი მიმართავენ. იქ რამდენიმე ასეული პარლამენტარია, ცნობისთვის... ყველაზე ცუდი და გულდასაწყვეტი ის ტაშ-ფანდურია, რაც ატყდა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფში, რომელიც ისევ ფანჩატურში იკრიბება", - თქვა გია ვოლსკიმ.

წამყვანი ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიები არ დაეთანხმნენ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის შეთავაზებულ წინადადებებს და აცხადებენ, რომ ამას მოჰყვება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს შემდგომი ურთიერთობის თვალსაზრისით.

„პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას. ევროპარლამენტი, კერძოდ, მოუწოდებს, რომ დადგეს შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის როგორც მომდევნო გადახდის შეჩერების, ისე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რაც ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო მხარდაჭერას უკავშირდება“, - წერია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოსათვის კარგად ცნობილი შვიდი ევროპარლამენტარი.

რადიო თავისუფლების წყაროს თანახმად, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი მაკროსაფინანსო დახმარების მოცულობა, რომელიც საქართველომ ოქტომბერში უნდა მიიღოს, 60 მილიონ ევროს შეადგენს.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულებაში პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც საქართველოს მმართველ ძალას, ისე დისკუსიაში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი ეკისრება მმართველ პარტიას, რომელიც უნდა იყოს პირველი ამ კრიზისიდან საქართველოს გამოყვანის საქმეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG