Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კასპის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში კორონავირუსის პრევენციისთვის საკონტროლო პუნქტები მოაწყვეს


შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში იგოეთში, სამთავისსა და ქვემო ჭალაში დღეიდან საკონტროლო პუნქტები მოაწყო. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული სოფლების ტერიტორიაზე შემსვლელ და გამომსვლელ მოქალაქეებს ადგილზე უტარდებათ თერმოსკრინინგი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - ტესტირება.

"შიდა ქართლის რეგიონის სამ სოფელსა და კასპის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევიდან 30 შიდა ქართლიდან არის. ამ სამ სოფელში 6 დღეში კორონავირუსი 81 პირს დაუდასტურდა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსმა ლევან ბაიდოშვილმა მიაწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG