Accessibility links

site logo site logo

"მოსამზადებელი სამუშაოები არ შეჩერდება" - ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი


"ნამახვანჰესის" მშენებელი კომპანიის ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე ამბობს, რომ ჰეისისთვის მოსამზადებელი სამუშაოები არ შეჩერდება. ამის შესახებ მან მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

"დირექტორი არ არის ჩვენი კითხვების ადრესატი... თუ ჩვენი კითხვების ადრესატი ნათია თურნავა ვერ სცემს პასუხს კითხვებს და გაიპარა იმ შეხვედრიდან, მაშინ უნდა მოვიდეს მისი ზემდგომი, ირაკლი ღარიბაშვილი", - განაცხადა რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება - 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.

რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, მიმდინარე პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ. მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თქვა, რომ სახელმწიფოს მოთხოვნით კომპანიის თურქი დირექტორი ქართველით შეიცვლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG