Accessibility links

site logo site logo

კოსოვოს პარალამენტი კიდევ ერთხელ ცდის პრეზიდენტის არჩევას


კოსოვოს პარლამენტი 4 აპრილს აპირებს კიდევ ერთხელ შეეცადოს პრეზიდენტის არჩევას. წინა დღეს დეპუტატთა საკმარისმა რაოდენობამ არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში.

პარლამენტის სპიკერმა, გლაუკ კონიუფჩამ გამოაცხადა ახალი სესიის მოწვევის შესახებ.

პრეზიდენტის არჩევისთვის 120-ადგილიანი პარლამენტის 80 წევრი უნდა იყოს ადგილზე.

წინა დღეს ეჭვქვეშ დადგა პარლამენტის მიერ მმართველი მოძრაობის „თვითგამორკვევის“ კანდიდატის, ვიოსი ოსმანის არჩევა.

3 აპრილს პრემიერ-მინისტრი ალბინ კურტი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოულოდნელი კანონპროექტი წარმოადგინა, ოპოზიციამ კოსოვოში არასტაბილურობის გამოწვევის მცდელობასა და ვადამდელი არჩევნების პროვოცირებაში დაადანაშაულა.

კურტის პარტია, სახელწოდებით „თვითგამორკვევა“, 2 აპრილს გამოვიდა წინადადებით, დაეჩქარებინათ პარლამენტის მეშვეობით მიღება კანონისა, რომელიც საშუალებას მისცემდა საზღვარგარეთ მცხოვრებ კოსოვოელებს, ხმა მიეცათ საელჩოებში, რაც პოტენციურად გააძლიერებდა მის ძალაუფლებას მომავალ არჩევნებში.

კანონპროექტმა გააოგნა და გააბრაზა ოპოზიციონერი კანონმდებლები, რომლებიც მოელოდნენ, რომ ახალ პრეზიდენტს მისცემდნენ ხმას.

მათ მხოლოდ 4 ხმით დაამარცხეს დაჩქარებული წესით კანონის მიღების წინადადება, მაგრამ პრეზიდენტისთვის ხმის მიცემა ვერ მოახერხეს.

თუ პარლამენტი 5 აპრილამდე არ აირჩევს პრეზიდენტს, ავტომატურად დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, რაც კურტის პოტენციურად მისცემს საშუალებას, გაზარდოს თავისი გავლენა მთავრობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG