Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 11 პაციენტი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 9211 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 228 შემთხვევა. კვირა დღეს, როგორც წესი, ტესტირების მაჩვენებელი შემცირებულია. 228 შემთხვევიდან თითქმის ნახევარი - 111 თბილისშია.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 2.48%;

ბოლო 7 დღის - 2.1%;

ბოლო 14 დღის - 1.85 %.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 425-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. დაავადდებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აიცრა 758 ადამიანი. აცრილთა საერთო რიცხვია 11 603.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 284 061 შემთხვევა. მათგან 275 024 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3822 ადამიანი.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა აპრილში:

1 აპრილი - ახალი შემთხვევა 499(ტესტი 28712). გარდაცვლილი 7;

2 აპრილი - ახალი შემთხვევა 529(ტესტი 24646). გარდაცვლილი 13;

3 აპრილი - ახალი შემთხვევა 580(ტესტი 29729). გარდაცვლილი 6;

4 აპრილი - ახალი შემთხვევა 464(ტესტი 15649). გარდაცვლილი 7;

5 აპრილი - ახალი შემთხვევა 228(ტესტი 9211). გარდაცვლილი 11.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG