Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IRI-ის კვლევა: "ქართულ ოცნებას" ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა 27%, "ნაციონალურ მოძრაობას" - 26%


საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ხმას "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა გამოკითხულთა თითქმის ერთი და იგივე წილი. კვლევა დღეს გამოქვეყნდა.

კითხვაზე, რომელ პარტიას (თუკი ასეთი არის) არ მისცემდით ხმას არცერთ შემთხვევაში (რესპონდენტებს შეუძლიათ რამდენიმე პასუხის გაცემა)?

  • "ქართული ოცნება" – 27%;
  • "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია – 26%;
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 9%;
  • გირჩი - მეტი თავისუფლება - 8%;
  • "ერთიანი საქართველო" (ნინო ბურჯანაძე) - 8%;
  • "ლეიბორისტული პარტია" - 5%;
  • "მოქალაქეები" - 5%;
  • "ევროპული საქართველო" - 5%;
  • "სამართლიანობისთვის" (ეკა ბესელია) - 4%;
  • "ლელო" - 3%;
  • "სტრატეგია აღმაშენებელი" - 2%;
  • სხვა - 1%;
  • არავინ - 6%;
  • არ იცის პასუხი - 26%.

მეთოდოლოგია

გამოკვლევა კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად.

ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

17 სექტემბერს გამოქვეყნებული IRI-ის გამოკვლევის მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 36% უჭერდა მხარს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 15.

2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს საბოლოო შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ" აიღო ხმების 48.22%, საარჩევნო ბლოკმა ენმ - „ძალა ერთობაშია" 27,18%.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG