Accessibility links

site logo site logo

ნატოს გენერალურმა მდივანმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა დონბასში განვითარებული მოვლენების ფონზე


ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თანახმად, იგი ტელეფონით დაუკავშირდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მასთან საუბარში გამოხატა ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.


„მე დავურეკე პრეზიდენტ ზელენსკის, რათა გამომეხატა სერიოზული შეშფოთება უკრაინის ტერიტორიაზე და მის გარშემო რუსეთის სამხედრო ქმედებებისა და ასევე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის გამო. ნატო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ვაგრძელებთ ჩვენი მჭიდრო პარტნიორობის მხარდაჭერას“, - დაწერა ტვიტერში იენს სტოლტენბერგმა.

ბოლო დღეებში უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლების, „დასავლეთი 2021“-ის საბაბით ახდენს უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ძალების მობილიზაციას და მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებს.

თავის მხრივ, რუსეთი აცხადებს, რომ სამხედროების გადაადგილებას საკუთარ ტერიტორიაზე ახდენს და ეს არავის უნდა აშფოთებდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG