Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირი იმეორებს, რომ "ქართველ ლიდერთა პასუხისმგებლობაა, მიიღონ გამოწვევა და გამონახონ კომპრომისი"


6 აპრილს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელის პრესსპიკერმა ნაბილა მასრალიმ ილაპარაკა საქართველოში ევროკავშირის საშუამავლო მისიაზეც.

„31 მარტს დასრულდა [ევროპული საბჭოს] პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის რანგში ბატონი [კრისტიან] დანიელსონის მედიაციის მეორე მისია, რომლის შედეგადაც ვერ მოხერხდა საშინაო პოლიტიკური კრიზისის მოგვარება. არცერთმა მხარემ - არც მმართველმა პარტიამ და არც ოპოზიციურმა პარტიებმა - არ გამოავლინეს პოლიტიკური ნება, შეთანხმებულიყვნენ მათთვის შეთავაზებულ კომპრომისულ წინადადებაზე. როგორც გასულ კვირაში ვახსენეთ რამდენჯერმე, ქართველ ლიდერთა პასუხისმგებლობაა, მიიღონ გამოწვევა და გამონახონ კომპრომისი. ეს კვლავაც ძალაშია. ბატონმა დანიელსონმა ვითარების შესახებ მოახსენა პრეზიდენტ მიშელს და ვიცე-პრეზიდენტ ბორელს. ახლა [ევროკავშირის] შიგნით იმსჯელებენ შემდეგი ნაბიჯების შესახებ“, განაცხადა მასრალიმ.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, საქართველოს საკითხის განხილვა დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც 19 აპრილს გაიმართება.

ორი უშედეგო რაუნდის შემდეგ, ჯერ ისევ მიუღწეველია ევროკავშირის მიზანი - გამონახოს საქართველოში შიდაპოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზები. უშედეგო აღმოჩნდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელის, კრისტიან დანიელსონის ორი მცდელობა.

დანიელსონის მიერ მმართველი პარტიისა და ოპოზიციისთვის 31 მარტს ხელმოსაწერად შეთავაზებული დოკუმენტი შეიცავდა 5 საკითხს:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
  • მომავალი არჩევნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG