Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IMF-ის პროგნოზით, 2021-2022 წლებში მსოფლიო ეკონომიკა ნავარაუდევზე უფრო მეტად გაიზრდება


საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, ვაქცინების გამოშვება და ფისკალური და მონეტარული სტიმულირება ხელს შეუწყობს 2021-2022 წლებში მსოფლიო ეკონომიკის „გადატვირთვას“.

ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, რომელიც 6 აპრილს გამოქვეყნდა, მიმდინარე წელს მოსალოდნელია მსოფლიო ეკონომიკის ზრდა 6%-ით, მომავალ წელს კი - 4,4%-ით. ეს მეტია, ვიდრე ნაწინასწარმეტყველები იყო სავალუტო ფონდის იანვრის ანგარიშში (შესაბამისად - 5,5% და 4,2%).

ცენტრალურმა ბანკებმა და მთავრობებმა ტრილიონობით დოლარი გამოყვეს პანდემიით გამოწვეული რეცესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. რეცესიის შედეგად, გლობალური ეკონომიკა 2020 წელს სავარაუდოდ 3,3%-ით შემცირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG