Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარე ენგურში ნაპოვნია 3 ცხედარი


მაშველებმა მდინარე ენგურიდან სამი მოქალაქის ცხედარი ამოიტანეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მაშველები კიდევ ერთ დაკარგულს ეძებენ.

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მდინარე ენგურმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ცხედარი გამორიყა. რადიო თავისუფლებას შამგონის მცხოვრებმა უამბო, რომ მაშველები კიდევ რამდენიმე ადამიანს ეძებდნენ. ბოლო დღეებში წვიმის შედეგად მდინარე ენგური ადიდებულია.

შამგონა ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფლებს, სიდას და თაგილონს ესაზღვრება. როგორც გალის რაიონის ერთ-ერთმა მცხოვრებმა გვითხრა, ადგილზე ვრცელდება ცნობები 4 ადამიანის, 3 კაცის და 1 ქალის დაკარგვის შესახებ.

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებნი დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას და უკან დაბრუნებასაც პერიოდულად ცდილობენ მდინარე ენგურის გადაცურვით. მსგავსი მცდელობა ტრაგედიით არაერთხელ დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG