Accessibility links

site logo site logo

აცრილია მხოლოდ 20 ადამიანი - ახალციხეში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია "ჩავარდა"  


ახალციხესა და ახალქალაქში კოვიდის საწინააღმდეგო იმუნიზაცია ფაქტობრივად შეჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად რეგიონში ვაქცინაციის პროცესი ღიაა, არც სამედიცინო პერსონალი და არც 55 წლის ზევით მყოფი მოქალაქეები აცრისთვის საჭირო ვიზიტებს არ ჯავშნიან.

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ მიმართვიანობა ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ აღარ ყოფილა.

"პანიკაში იყო ყველა. თავი შეიკავეს რეგისტრირებულმა ადამიანებმაც კი. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, რაც მოხდა, ალბათ, ეს იყო მიზეზი", - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ახალციხის ცენტრის წარმომადგენელი, ფატი ხაბულიანი.

კლინიკა “იმედში” (სადაც აიცრა მეგი ბაქრაძე), ეს ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა ახალციხეში, სადაც იმუნიზაცია შეიძლება, სამომავლოდ მხოლოდ ერთი ვიზიტი იყო დაჯავშნილი. თუმცა ამ მომენტისთვის სარეგისტრაციო ვებგვერდზე კლინიკების ჩამონათვალში"იმედი" საერთოდ აღარ იძებნება. კლინიკის აღმასრულებელმა დირექტორმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მიზეზს არკვევს.

გუშინ, პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ კლინიკის 1 ექთნის და 2 ექიმის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მათ შორის არის ის ექთანი, რომელმაც აცრა პირველი მსურველების პირველი ნაკადი, მათ შრის მეგი ბაქრაძეც.

მანვე რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ვაქცინააცის დაწყებიდან დღემდე ახალციხეში სულ 20 ადამიანია აცრილი, ყველა მეგი ბაქრაძის გარდაცვალებამდე.

ჯავშნები საერთოდ არ არის 30 აპრილის ჩათვლით ახალქალაქშიც, "ახალქალაქის ევექსის ჰოსპიტალშიც".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG