Accessibility links

site logo site logo

პროკურატურა მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს


პროკურატურა მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის 3 ბრალდებულლისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგამოძიებო უწყებაში დაუდასტურეს.

კონკრეტულად, რა თანხა დასახელდება გირაოს ოდენობით, ეს სასამართლო პროცესზე გახდება ცნობილი. მოსამართლე გადაწყვეტს შეუფარდოს თუ არა მათ გირაო და რა ოდენობით.

საქართველოს პროკურატურამ ახალციხეში ვაქცინის გაკეთების შემდგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით 2 ექიმს და 1 ექთანს ბრალი გუშინ წაუყენა. გაირკვა, რომ ვიოლეტა ინასარიძე - ექიმი, რომელიც ამბობდა, რომ მეგი ბაქრაძეს მდგომარეობის გართულების შემდეგ, სავარაუდო ანაფილაქსიური შოკის მოსახსნელად, ადრენალინის შემცველი ნემსი, "წამებში გაუკეთა", პირველადი დახმარების დროს მის გვერდით საერთოდ არ ყოფილა.

"ვიოლეტა ინასარიძის ჩვენების მიხედვით, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში, იმუნიზაციის შემდგომი დაყოვნების ოთახში მყოფი მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, გართულების დაწყებისთანავე, თითქოს მის მიერ და ასევე მისი ხელმძღვანელობით, პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები... თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ იმუნიზაციის შემდეგ ვიოლეტა ინასარიძეს მეგი ბაქრაძის მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოუყენებია და იმ დროს, როცა მეგი ბაქრაძეს გაუწიეს გართულების შემდგომი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვიოლეტა ინასარიძე დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

"ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

მეგი ბაქრაძის თბილისში გადმოყვანის შემდეგ, 19 მარტს, საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი, მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებდა, თუმცა ამბობდა, რომ მისი მდგომარეობიდან გამოყვანისთვის "ყველაფერი გაკეთდებოდა".

მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ახალციხის, ისე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG