Accessibility links

site logo site logo

პროკურატურაში მუხთარლის აზერბაიჯანული ენის თარჯიმნის ნაცვლად, თურქულენოვანი დაახვედრეს


აფგან მუხთარლი

თბილისში დაბრუნების შედეგ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოკითხვაზე დაბარა. როგორც მუხთარლიმ პროკურატურის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, მას დაახვედრეს თურქული ენის თარჯიმანი, რაზეც უარი თქვა. დაახლოებით სააათ-ნახევრის ლოდინის შემდეგ სხვა თარჯიმანი მიიყვანეს, თუმცა 2-საათიანი გამოკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არც ის ფლობდა აზერბაიჯანულ ენას.

„ხვალ, 9 აპრილს, იქნება გამოკითხვა. გვითხრეს, რომ ხვალ მოძებნიან ახალ თარჯიმანს, აზერბაიჯანული ენის. მე ვიცი თურქული ენა, მაგრამ კარგ დონეზე არა. ვფიქრობ, საკმარისად ბევრი არის აზერბაიჯანულ-ქართულის თარჯიმანი არის, რადგან ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს საქართველოში", - თქვა აფგან მუხთარლიმ. ის ამბობს, რომ პროკურატურაში ილაპარაკებს, როგორ გაიტაცეს საქართველოდან.

მუხთარლის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, მუხთარლი მზად არის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის, მათ შორის, ის დათანხმდა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას, რომელიც გამომძიებელმა შესთავაზა. გარდა ამისა, აფგან მუხთარლი საჭიროების შემთხვევაში ჩააბარებს დნმ-ის ნიმუშს.

რაც შეეხება 2-საათიანი გამოკითხვის შედეგებს, როგორც ადვოკატი ამბობს, მისი შინაარსი გამომძიებელმა ჩაინიშნა, თუმცა თარჯიმანთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოკითხვის ცატარება თავიდან გახდება საჭირო.

ჩოფიკაშვილი აღნიშნავს, რომ გამომძიებელს ჰკითხეს, რამე სიახლე ხო არ არის გამოძიების პროცესში, თუმცა ახალი ვერაფერი მოსიმინეს.

გვქონდა შეკითხვა, 4 წლის განმავლობაში რამე სიახლე არის თუ არა, მაგრამ ვერ გავიგეთ.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, 30 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და ვალუტის კონტრაბანდის ბრალდებით. ჟურნალისტი თავიდანვე აცხადებდა, რომ თბილისიდან მის გატაცებასა და აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემაში მონაწილეობდნენ საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები. მუხთარლის საქმეზე საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

2018 წლის იანვარში, აზერბაიჯანის ბელაქნის რაიონის სასამართლომ აფგან მუხთარლი დამნაშავედ ცნო და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმავე წლის სექტემბერში, განაჩენი ძალაში დატოვა აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ.

2020 წლის მარტში, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი მოულოდნელად გაათავისუფლა და სპეციალური ავიარეისით გაამგზავრა გერმანიაში, სადაც 2019 წლიდან ცხოვრობენ მისი ცოლი ლეილა მუსტაფაევა და შვილი. გერმანიამ მუხთარლის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა.

დაახლოებით ერთი თვის წინ აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ მისმა ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს საჩივრით, რადგან ისევ არ ეძლევა საქართველოში ჩასვლის და ჩვენების მიცემის შესაძლებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG