Accessibility links

logo-print logo-print

პუტინის თანაშემწე აცხადებს, რომ რუსეთი დაიცავს „თავის მოქალაქეებს“ დონბასში ომის განახლების შემთხვევაში


დონბასში მასშტაბური სამხედრო მოქმედებების განახლების შემთხვევაში რუსეთი იძულებული გახდება დაიცვას თავის მოქალაქეები, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, დმიტრი კოზაკმა.

„დღეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი მასშტაბი ექნება ხანძარს. თუ ეს იქნება, როგორც ჩვენი პრეზიდენტი ამბობს, სრებრენიცა (ქალაქი, სადაც 1995 წელს ბოსნიელ სერბთა არმიის გამო დაახლოებით 8 ატასი მამაკაცი და ბავშვი დახვრიტეს რედ.), ჩვენ, როგორც ჩანს, იძულებული ვიქნებით მათ დავეხმაროთ“, - განაცხადა კოზაკმა ორი ინსტიტუტის მიერ მოწყობილ სესიაზე- „რუსეთი და მსოფლიო: პროფესიული საუბარი“- სიტყვით გამოსვლის დროს.


კოზაკის თანახმად, თვითგამოცხადებული დონბასის რესპუბლიკის შეიარარებული ფორმირებები საკმაოდ „კარგად გამოიწვრთნენ ბრძოლაში და შეუძლიათ შეტევის შეკავება“, მაგრამ ყველაფერი დამოუკიდებული იქნება „მეორე მხარეზე“. რუსეთის პრეზიდენტის წარმოამდგენელმა უკრაინაზე მინიშნებით გაიმეორა ვლადიმირ პუტინის სიტყვები, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყება ეს იქნება უკრაინის დასასრულის დასაწყისი.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, დმიტრი კოზაკი რუსეთის წარმომადგენელია აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის მოწესრიგების საკითხში და რეგულარულად ღებულობს მონაწილეობას ნორმანდიის ფორმატში შემავალი ქვეყნების ლიდერების სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრაში.
მორიგი ასეთი შეხვედრა ბერლინში 2021 წლის 12 იანვარს გაიამართა.

კოზაკის განცხადების ფონის ვითარების ესკალაცია აღმოსავლეთ კონფლიქტის ზონაში და რუსეთის არმიის მასშტაბური კონცენტრაცია ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე და უკრაინის საზღვრის სიახლოვეს დონბასის მახლობლად.

უკრაინის აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში 7 წლის წინ დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტი, მიუხედავად არაერთგზის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტისა, სინამდვილეში, კვლავ გრძელდება. გაეროს ანგარიშის თანახმად, 2014 წლის აპრილიდან დაწყებული აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში 13 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონზე მეტი კაცი დევნილად იქცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG