Accessibility links

site logo site logo

ჯო ბაიდენმა გამოაცხადა ახალი ზომები ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის შესამცირებლად


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 8 აპრილს გამოაცხადა ახალი ზომები ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის შესამცირებლად, ძალადობისა, რომელსაც მან უწოდა „ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული კრიზისი“.

ჯო ბაიდენის მიერ ამ ახალი ზომების გამოცხადებას 8 აპრილს ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისი და გენერალური პროკურორი, მერიკ გარლანდი.

„დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რათა წინა აღვუდგეთ არა მხოლოდ იარაღის კრიზისს, არამედ ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ნამდვილ კრიზისს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა თეთრის სახლის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის შედეგად დაღუპული ადამიანების მშობლების და ახლობლების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს.

„ეს არია ეპიდემია, რომელიც უნდა შევაჩეროთ“, - განაცხადა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენი და დემოკრატიული პარტია, რომლებიც მხარს უჭერენ ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელების შეზღუდვას, ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ ბოლო ხანს ჯორჯიასა და კოლორადოში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ძალადობის გამო, რასაც 18 კაცი შეეწირა.

ახალი ზომები მოიცავს ზომებს ე.წ. "იარაღი-მოჩვენების" გავრცელების შესამცირებლად - იარაღის, რომელიც კუსტარულადაა აწყობილი და მისი კვალის დადგენა შეუძლებელია. ცეცხლსასროლი იარაღისგან განსხვავებით, ამგვარ იარაღს ამჟამად არ ეხება სარეგულაციო ზომები, რაც ნიშნავს, რომ მისი შეძენა მყიდველის ვინაობის და ისტორიის შემოწმების გარეშეა შესაძლებელი.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა ასევე, რომ იგი გამოდის ინიციატივით შეიქმნას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გავრცელების შესახებ ფედერალური ანგარიში, რაც შტატებს დაეხმარება მიიღონ ე.წ. „წითელი დროშის“ კანონების მიღებას, რომელიც რისკის ჯგუფში შემავალ ადამიანებისათვის ზღუდვს იარაღის შეძენა-შენახვას.


ამასთან ჯო ბაიდენი ამ ზომებს მიიღებს საგანგებო აღმასრულებელი განკარგულებით, რისთვისაც საჭირო არ იქნება კონგრესის ნებართვა, სადაც ბევრი რესპუბლიკელი კანონმდებელი იარაღის ფლობის ნებისმიერი შეზღუდვის წინააღმდეგია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG