Accessibility links

site logo site logo

აშშ-ის სადაზვერვო ანგარიში: რუსეთის გავლენა დაიკლებს, თუმცა ის ორი ათწლეულის განმავლობაში დარჩება პრობლემების გამომწვევ ძალად


რუსეთი, სავარაუდოდ, პრობლემების გამომწვევ ძალად დარჩება შემდეგი ორი ათწლეულის განმავლობაში, მაგრამ მისმა გლობალურმა გავლენამ შესაძლოა დაიკლოს ბევრი პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ფაქტორის გამო - იუწყება აშშ-ის სადაზვერვო ანგარიში, რომელიც 8 აპრილს გამოქვეყნდა.

დაზვერვის ეროვნული საბჭოს ანგარიში, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება, მოიცავს გლობალური ტენდენციების და იმ პოტენციური სცენარების ფართო მიმოხილვას, რომლებიც, სავარაუდოდ, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების კლიმატს განსაზღვრავს შემდეგი 20 წლის განმავლობაში.

რუსეთს აშშ-ის დაზვერვის სპეციალისტები აღწერენ "აღმავალ და რევიზიონისტულ" ძალად, ჩინეთთან ერთად, რომელსაც სურს შეცვალოს დასავლეთის ინსტიტუტების და ნორმების მიერ წარმართული საერთაშორისო წესრიგი, რათა ის მოსკოვის ინტერესებს მოერგოს.

რუსეთი სავარაუდოდ დარჩება პრობლემების გამომწვევ ძალად მომავალი ორი ათწლეულის დიდი ნაწილის, ან სრული პერიოდის განმავლობაში, "მაშინაც კი, როცა მისი მატერიალური შესაძლებლობები დაიკლებს სხვა დიდ მოთამაშეებთან მიმართებით" - ვკითხულობთ განცხადებაში. "რუსეთის უპირატესობა, მათ შორის მოზრდილი ზომის კოვენციური არმია, მასობრივი განადგურების იარაღი, ენერგიის და მინერალური რესურსები, ფართო გეოგრაფია, დემოგრაფიული სურათი და საზღვრებს გარეთ ძალის გამოყენების მისი მზაობა, მას საშუალებას მისცემს პოსტსაბჭოთა სივრცეში გააგრძელოს ვითარების გამაუარესებელი და ძალაუფლების პოზიციის მქონე როლის შესრულება".

თუმცა, ანალიტიკოსები თვლიან, რომ რუსეთს შესაძლოა "გაუჭირდეს გლობალურად გავლენის გამოვლენა და შენარჩუნება", არასახარბიელო საინვესტიციო კლიმატის, სუსტი სამუშაო ძალის, ცვალებადი ფასის მქონე საქონელზე დამოკიდებულების და მცირე ეკონომიკის გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG