Accessibility links

site logo site logo

თბილისის მერია გია გაჩეჩილაძეს ვანდალიზმის გამო დააჯარიმებს


გია გაჩეჩილაძემ მის მიერ ორგანიზებულ "ინტელექტუალურ შეკრებაზე" ევროპის მოედანზე მდგარ ბერლინის კედლის ფრაგმენტს "ღმერთი სიყვარულია" წააწერა - საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე წარწერის გაკეთება ვანდალიზმია.

რადიო თავისუფლებას თბილისის მერიაში დაუდასტურეს, რომ გია გაჩეჩეჩილაძის მიერ ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერის გაკეთება კანონდარღვევაა, რომლის გამოც ის დაჯარიმდება. მუნიციპალური ინსპექცია გია გაჩეჩილაძეს, სავარაუდოდ, 1 000 ლარის ოდენობის ჯარიმას გამოუწერს.

გია გაჩეჩილაძე ბერლინის კედლის ფრაგმენტზე წარწერას აკეთებს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:09 0:00

კედლის ფრაგმენტი გერმანიამ საქართველოს 2017 წელს ქართულ-გერმანული მეგობრობის სიმბოლოდ გადასცა.

გია გაჩეჩილაძის, იგივე "უცნობის" ორგანიზებით გამართულ აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. გაჩეჩილაძე აქციას საქართველოს პატრიარქს, ილია მეორე უკავშირებს. ის ამბობდა, რომ მადლობა უნდა გადაუხადოს პატრიარქს გამძლეობისთვის, მოთმინებისთვის, რასაც "საერთოდ ითმენს ეს ღირსეული ადამიანი ამ ქვეყანაში". სწორედ მის მიმართ "მადლობით" დაიწყო მან თავისი აქცია. საპატრიარქომ რადიო თავისუფლებასთან გამორიცხა თავიანთი კავშირი გია გაჩეჩილაძესთან, თუმცა შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა აქციის "ლაივი" გაუშვა ფეისბუკის გვერდზე, წარწერით "მადლობა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG