Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში გაათავისუფლეს საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის მიმართ კრიტიკული პოზიციებით ცნობილი ტომაშ პეტრჟიჩეკი


თანამდებობას ტოვებს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტომაშ პეტრჟიჩეკი, რომელიც ხშირად გამოდიოდა გაფრთხილებით რუსეთის და ჩინეთის მხრიდან შექმნილი საფრთხეების შესახებ. მის გათავისუფლებას წინ უძღოდა მისი მარცხი თავისი პარტიის, მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატების ლიდერის თანამდებობის დაკავების პროცესში.

მისმა შემცვლელმა, შესაძლოა, ნაკლებად მკაცრი პოზიცია დაიკავოს ჩინეთთან და ისეთ საკითხებთან მიმართებით, როგორებიცაა რუსეთი და მისი "ვაქცინების დიპლომატია", ისევე, როგორც მისი წილი ჩეხეთის ბირთვული ელექტროსადგურის ტენდერში.

პრემიერ-მინისტრ პაველ ბაბიშის მხრიდან შესაბამისი წინადადების მიღების შემდეგ, პეტრჟიჩეკი გაათავისუფლა პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა, რომელიც რუსეთსა და ჩინეთთან უფრო ახლო კავშირებს უჭერს მხარს და რომელსაც პეტრჟიჩეკთან ხშირად კონფლქტი ჰქონდა.

პეტრჟიჩეკი კრიტიკულად იყო განწყობილი რუსი მოწილისთვის უფლების დართვაზე, მონაწილეობა მიეღო ტენდერში, ახალი ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად, და მის შეფასებას მხარს უჭერდნენ ქვეყნის სადაზვერვო უწყებები და საპარლამენტო ოპოზიცია. 6 მილიარდი ევროს ოდენობის პროექტი ჩეხეთის რესპუბლიკისთვის ყველაზე მასშტაბურ საჯარო ინვესტიციას წარმოადგენს.

სატელევიზიო გამოსვლაში პეტრჟიჩეკმა თქვა, რომ მისი გათავისუფლების მიზეზებს შორის მისი ეს შეხედულებაა, ისევე, როგორც პარტიის ლიდერთან, შინაგან საქმეთა მინისტრ იან ჰამაჩეკთან პარტიული მარცხი.

ჰამაჩეკის განცხადებით, პეტრჟიჩეკს თანამდებობაზე შეცვლის ამჟამინდელი კულტურის მინისტრი, ლიუბომირ ზაორალეკი - რომელიც წინა მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.

ჩეხეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია მცირე კოალიციური პარტნიორია უმცირესობის მთავრობაში, რომელსაც ბაბიში ხელმძღვანელობს. ნატოსა და ევროკავშირის წევრ ჩეხეთის რესპუბლიკაში ოქტომბერში ჩატარდება საყოველთაო არჩევნები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG