Accessibility links

site logo site logo

ბათუმის ბულვარის დირექტორი ამბობს რომ სამსახურიდან კრიტიკული აზრის გამო გაათავისუფლეს


ირაკლი ჯინჭარაძე

რადიო თავისუფლება ელაპარაკა ბათუმის ბულვარის უკვე ყოფილ დირექტორს, რომელიც ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ „აჭარის ტელევიზიით" შეიტყო. შემდეგ კი აჭარის ა/რ ეკონომიკის სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ აუდიტის სამსახურის ანგარიშში არსებული დარღვევის საფუძველზე დაითხოვეს სამსახურიდან.

მისივე თქმით, საქმე ეხება სამი წლის წინანდელ ამბავს, როცა ის ჯერ კიდევ ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილე იყო. ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ საზოგადოებას წარუდგენს მის არგუმენტებს უახლოეს დღეებში. ირაკლი ჯინჭარაძის თქმით, ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ ჯერ არ ჩაჰბარებია. ჯინინჭარაძე ამბობს, რომ სამსახურიდან კრიტიკული აზრის გამო გაათავისუფლეს.

ბულვარის უკვე ყოფილი დირექტორი სამინისტროს გადაწყვეტილებას უკავშირებს მის გამოსვლას საკრებულოში, სადაც მან ხმამაღლა გაუწია წინააღმდეგობა ბათუმის ბულვარის ცენტრალური პლაჟის ნაწილის მრავალწლიანი იჯარით გადაცემის საკითხს, რომლის შემდეგ საკითხი საკრებულოში აღარ გავიდა: „ეს არის მათი დასასრულის დასაწყისი. თუ შეიძლება ასე მოექცე ადამიანს 21-ე საუკუნეში, ადამიანს კრიტიკული გამოსვლის გამო. აუდიტის დასკვნაში არ არის არაფერი მსგავსი და ამას საზოგადოება დაინახავს. მიწის ფილების დაგების დროს თანხა არასწორად არის გადარიცხული, ამას მედავებიან, მაგრამ რატომ ახლა? მე ვაპირებ ჩემი ქალაქისთვის ბრძოლას“, - უთხრა ირაკლი ჯინჭარაძემ რადიო თავისუფლებას.

ჯინჭარაძის თქმით, ეს ბრალდება უკავშირდება აგრეთვე ბათუმის გენერალური განაშენიანების გეგმას. ამ დოკუმენტის დასრულებული ვერსია ორ დღეში უნდა მიიღოს ბულვარის ადმინისტრაციამ და შემდეგ იგი ქალაქის საკრებულომ უნდა დაამტკიცო. იგი განსაზღვრას წესებს ქალაქის ზღვისპირა პარკში. მასზე მუშაობა ირაკლი ჯინჭარაძის ბულვარის დირექტორად მუშაობის დროს დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG