Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ვიზიტს გეგმავს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი


ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი

აპრილის ბოლოს საქართველოს ეწვევა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი. ამის შესახებ ტვიტერზე წერს ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა.

ელჩის ინფორმაციით, ვიზიტის დღის წესრიგშია მშვიდობის და უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალისხმევა, ლიეტუვის და საქართველოს თანამშრომლობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი და პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირის შუამავლობით.

მარტის ბოლოს, თბილისში შეთანხმების გარეშე დასრულდა ევროკავშირის მედიაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკება, რომლის მიზანი იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარება.

XS
SM
MD
LG