Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა დასავლეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ იმოქმედოს რუსეთის აგრესიული ჩანაფიქრის წინააღმდეგ


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ნატოსა და დასავლეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ იმოქმედონ, რათა თავიდან იქნეს აცილებული უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო მოქმედებები უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონის გამო.

13 აპრილს დმიტრო კულებამ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე დამსწრეთ და ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უთხრა, რომ მის ქვეყნას „ესაჭიროება ზომები, რომლებიც რუსეთს შეაჩერებს და რომლებიც შეაკავებს მის აგრესიულ ჩანაფიქრს.“

პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა მოსკოვს მოუწოდა, შეაჩეროს „რუსეთის ჯარების ყველაზე დიდი მასშტაბის კონცენტრაცია 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ.“

კიევი და დასავლეთი რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს სდებენ ბრალს უკანასკნელ პერიოდში ვითარების დაძაბვაში, მოსკოვი კი თითს კიევისკენ იშვერს.

უკანასკნელ პერიოდში შეინიშნება რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილება უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებისკენ ან საზღვრების მახლობლად და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, რაც აჩენს შიშს, რომ მოსკოვი შესაძლოა აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარების გასაგზავნად ემზადებოდეს. სულ უფრო მეტად გაისმის რუსეთისადმი მოწოდება, ახსნას, რას ემსახურება ეს მის სამხედრო მანევრები.

კრემლი წინ აღუდგება დასავლეთის მოწოდებებს ჯარების უკან დაბრუნების თაობაზე და აცხადებს, რომ ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ. ამასთან, რუსეთი აღნიშნავს, რომ საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში ჯარების გადაადგილება მისი დამოუკიდებელი საშინაო საქმეა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG