Accessibility links

site logo site logo

ნამახვანჰესის პროტესტის მონაწილეები აქციას ქუთაისში გამართავენ


ნამახვენჰესის პროტესტი გუმათიდან ქუთაისში გადმოინაცვლებს და დღის 4 საათისთვის ქალაქის ცენტრში გაიმართება აქცია. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს აქტივისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა, რაც კოლონა, რომელიც ქუთაისიდან გუმათში მიდიოდა, გადაკეტილი გზის გამო შეფერხდა.

სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეებმა გუმათში ნამახვაჰესის საწინააღმდეგო პროტესტის სოლიდარობის ნიშნად სპონტანურად დაგეგმეს ავტომობილებით მსვლელობა ქუთაისიდან გუმათის მიმართულებით, სადაც "რიონის ხეობის მცველები" არიან გამაგრებულები მას შემდეგ, რაც პოლიციამ 11 აპრილს ნამოხვანში კარვები დაშალა. ავტომსვლელობის მონაწილეები ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ, თუმცა, რაც გაირკვა, რომ პოლიცია ზღუდავს მოძრაობას გუმათის მიმართულებით, მიიღეს გადაწყვეტილება აქციის ქუთაისის ცენტრში გადმოტანის შესახებ. ვარლამ გოლეთიანი და რიონის ხეობის სხვა მცველები, რომლებიც ამ დროისთვის გუმათში არიან, აპირებენ შეუერთდნენ ქუთაისის აქციას.

გუმათთან დღეს დილას აქტივისტებს პოლიციელების მიერ აღმართული რკინის კედელი დახვდათ - ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილის შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG