Accessibility links

site logo site logo

ვარლამ გოლეთიანი ქუთაისში აქციაზე: დღევანდელი ღამე აქ გავათენოთ


გუმათიდან ქუთაისში გადმოტანილ ნამახვანჰესის საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი შეკრებილებს მოუწოდებს, დღეს ქუთაისში დარჩნენ ღამის გასათევად და აქციამ შეინარჩუნოს მშვიდობიანი ხასიათი.

"მე დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, დღევანდელი დღე გავათენოთ აქ, გვქონდეს პიკეტირებული მოედანი და გავხდეთ თითოეული ჩვენგანი უპრეცედენტო პროტესტის მონაწილეები. ჩვენ წინაშე ისინი [ხელისუფლება] არიან უძლური და ძალა გამოიყენონ მათ [პოლიციამ], ჩვენი ძალა არის ჩვენი ერთობა", - თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

გუმათიდან ქუთაისში პროტესტის გადატანის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს აქტივისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა, რაც კოლონა, რომელიც ქუთაისიდან გუმათში მიდიოდა, გადაკეტილი გზის გამო შეფერხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG