Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში NATO-ს მისია სრულდება - თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები საქართველოში დაბრუნდებიან


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, NATO-მ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის სექტემბრამდე ეტაპობრივად დაასრულოს ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია. შესაბამისად, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები, NATO-სთან შეთანხმებული გრაფიკით დატოვებენ ავღანეთს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აწარმოებს მჭიდრო კონსულტაციებს, როგორც NATO-სთან, ასევე ორმხრივად, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნება მათთან კოორდინაციით.

ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში საქართველო 2004 წლიდანაა ჩართული და ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორია.

როგორც თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, ეს ფაქტი მკაფიოდ ცხადყოფს თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას ათასობით თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე ემსახურებოდა, რომელთაგან 32 დაიღუპა და არაერთი დაიჭრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG