Accessibility links

site logo site logo

რუსული რუბლის კურსი დაეცა აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელი სანქციების ფონზე


15 აპრილს სავალუტო ბაზარზე მკვეთრად დაეცა რუსული რუბლის ფასი დოლართან მიმართებით, რაც უკავშირდება აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებულ ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

თეთრის სახლის წყაროზე დაყრდნობით გავრცელებული ცნობებით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მოამზადა განკარგულების პროექტი, რომლის თანახმად ამერიკულ ბანკებს აეკრძალებათ რუსეთის ბანკის, რუსეთის ფინანსთა სამინისტროსა და რუსეთის კეთილდღეობის ფონდის მიერ გამოცემული სახელმწიფო ობლიგაციების შეძენა.

მოსალოდნელია, რომ რუსეთის 30-მდე ორგანიზაციას დაუწესებენ სანქციებს შარშან აშშ-ის არჩევნებში ჩარევისთვის, ან აშშ-ის მთავრობის და კორპორაციულ საკომპიუტერო ქსელების გატეხვისთვის, იტყობინებიან Reuters-ი და Bloomberg-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.

სანქციები სამიზნეა ასევე ათამდე მოხელე, მათ შორის, უშიშროების სამსახურების თანამშრომლები.

ამავე ცნობით, სანქციების ნაწილი გულისხმობს რუსეთის ათი ოფიციალური პირის და დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას.

რუსეთის სუვერენული ვალის წინააღმდეგ მოსალოდნელი სანქციების შესახებ ცნობების ფონზე ხუთშაბთს მოსკოვის ბირჟაზე დოლარის კურსმა 1,6 რუბლით მოიმატა და 77 რუბლი შეადგინა. 1,75 რუბლით გაძვირდა ევრო, რომლის ფასი რუბლთან მიმართებით 93-ის ნიშნულს გაუტოლდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG