Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში რუსეთის საელჩოს წინ აქტივისტებმა „ოქროს“ უნიტაზზე პუტინის ფიგურა დასვეს


პრაღაში, ბორის ნემცოვის სახელობის მოედანზე, ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოსთან, აქტივისტებმა დადგეს „ოქროს“ უნიტაზი, რომელზეც დასვეს ვლადიმირ პუტინის შიშველი კარიკატურული ფიგურა, ფეხებამდე ჩაწეული წითელი ტრუსებით და ხელში დააჭერინეს ტუალეტის საწმენდი ჯაგრისი და ტუალეტის ქაღალდი. კვარცხლბეკზე, რომელზეც უნიტაზი დგას, წარწერაა წითელ ფონზე „შიშველი მკვლელი“.

აქტივისტთა გაერთიანების, „კაპუტინის“ ხელმძღვანელმა, ოტაკარ ვან გემუნდმა, რადიო თავისუფლების ტელეპროექტის, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ჟურნალისტს უთხრა, რომ „გვსურდა რუსეთის საელჩო მოგვერთო პუტინისეულ მაფიოზურ სტილში, რადგან ბოლო ხანებში რუსეთი ძალიან აგრესიულად იქცევა უკრაინის და მთელი მსოფლიოს მიმართ“.

რუსეთის საელჩოსთან შეკრებილმა აქტივისტებმა მოუწოდეს რუსეთს, გაიყვანოს ჯარი უკრაინის საზღვრისპირა არეალიდან და „ოკუპაციური ძალები“ საკუთრივ უკრაინიდან, ასევე გაათავისუფლოს ალექსეი ნავალნი.

რუსეთის საელჩოსთან წესრიგს იცავდა პოლიციელების ჯგუფი, მათ აქციის მომწყობთათვის ხელი არ შეუშლიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG