Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის ვიცე-პრემიერმა გადაიფიქრა მოსკოვში წასვლა Sputnik V-ის ვაქცინაზე მოსალაპარაკებლად


იან ჰამაჩეკი
იან ჰამაჩეკი

ჩეხეთის ვიცე-პრემიერმა, იან ჰამაჩეკმა, გააუქმა თავისი ვიზიტი მოსკოვში, სადაც გეგმავდა მოლაპარაკების გამართვას კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის Sputnik V-ის დიდი პარტიის შეძენის თაობაზე.

გამოცემა „ჩესკე ნოვინის“ თანახმად, ჰამაჩეკმა ამის მიზეზად დაასახელა ორშაბათს დაგეგმილი მთავრობის სხდომა. „გუშინ მოვილაპარაკეთ პრემიერ-მინისტრთან, რომ აუცილებელია ჩემი მონაწილეობა მთავრობის ორშაბათის სხდომაში“, - დაწერა ტვიტერში ჰამაჩეკმა.

მოსკოვში ჰამაჩეკი გეგმავდა მოლაპარაკებას დაახლოებით 300 000 დოზა Sputnik V-ის ვაქცინის შეძენაზე მას შემდეგ, რაც პრეპარატს დაამტკიცებს სამკურნალო საშუალებების ევროპული სააგენტო.

მაგრამ ბოლო დღეებში მოსკოვში ჰამაჩეკის წასვლის იდეას დაუპირისპირდა პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში, რომელიც ფიქრობს, რომ ამისთვის ახლა არ არის ხელსაყრელი დრო.

ჩეხური მედიის თანახმად, მოსკოვში გამგზავრების გაუქმების მიზეზი შეიძლება იყო ჩეხეთის ოპოზიციური პარტიების განზრახვა, უნდობლობა გამოუცხადონ პრემიერ-მინისტრ ბაბიშის კოალიციურ მთავრობას, რომელშიც შედიან ანდრეი ბაბიშის ცენტრისტული მოძრაობა „ანო“ და იან ჰამაჩეკის ლიდერობით მოქმედი სოციალ-დემოკრატიული პარტია.

შიდაპოლიტიკური დაპირისპირება ჩეხეთში გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 12 აპრილს თანამდებობა დატოვა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომაშ პეტრჟიჩეკმა, რომელიც ხშირად გამოდიოდა გაფრთხილებით რუსეთის და ჩინეთის მხრიდან შექმნილი საფრთხეების შესახებ. მის გათავისუფლებას წინ უძღოდა მისი მარცხი თავისი პარტიის, მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატების ლიდერის თანამდებობის დაკავების პროცესში.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს დროებით იკავებს შინაგან საქმეთა მინისტრი და სოციალისტური პარტიის ლიდერი, იან ჰამაჩეკი, რომელიც კვირის დასაწყისში გამოვიდა წინადადებით, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის სამიტს პრაღამ უმასპინძლოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG