Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მოცდა შეუძლებელია“ - ნავალნის მომხრეები 21 აპრილს აპირებენ საპროტესტო აქციების გამართვას


კოლონიაში მყოფი რუსი ოპოზიცონერის, ალექსეი ნავალნის თანამებრძოლები აცხადებენ, რომ 21 აპრილს აპირებენ საპროტესტო აქციების გამართვას რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ რიცხვში მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში. ამის შესახებ ცნობა პოლიტიკოსის საიტზეა გამოქეყნებული და ეს განზრახვა დაადასტურეს, ალექსეი ნავალნის თანამერბძოლებმა, ლეონიდ ვოლკოვმა და ივან ჟდანოვმა.

მათ გადაწყვიტეს აღარ დაელოდონ პოლიტიკოსის გათავისუფლების მოთხოვნით 500 000 პოტენციური მონაწილის დარეგისტრირებას, რის შემდეგაც აპირებდნენე მიტინგის თარიღის გამოცხადებას.

18 აპრილისათვის პოტენციურ მომიტინგეთა რაოდენობა შეადგენდა 457 000-ს კაცს.

„მოვლენები ვითარდება ძალიან ელვისებურად და ძალიან ცუდად. მეტი დალოდება და გადადება შეუძლებელია“, - აცხადებენ 21 აპრილისი მიტინგის ავტორები.
გარდა ნალავნის ჯანმრთელობის გაუარესებისა, „ცუდ განვითარებაში“ ისინი გულისხმობენ რუსეთის პროკურატურის მიერ ნავალნის კორუფციასთან წინააღმდეგობის ფონდისა და ნავალნის შტაბების შეყვანას ექსტრემისტულ ორგანიზაციათა სიაში.


ნავალნის მომხრეები არაფერს ამბობენ მიტინგის ნებართვის შესახებ განაცხადის შეტანაზე, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლება აქციას შეუთანხმებლად ჩათვლის.

თებერვლის ბოლოდან კრემლის კრიტიკოსი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი იმყოფება პოკროვის გამოსასწორებელ კოლონიაში. საპატიმროში პოლიტიკოსის მდგომარეობა დამძიმდა, მას დაეწყო ძლიერი ტკივილები ზურგსა და ფეხებში. კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მოთხოვნით, 31 მარტს ნავალნიმ შიმშილობა გამოაცხადა.
კოლონიის ექიმებმა მას ხერხემალზე ორი თიაქარი აღმოუჩინეს. მისი პირადი ექიმი, ანასტასია ვასილიევა, და მისი ადვოკატები ირწმუნებიან, რომ პოლიტიკოსი არ იღებს ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას. სასჯელაღსრულების ფედერალური უწყება კი აცხადებს, რომ ნავალნის სათანადოდ მკურნალობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG