Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში ქართველი მოხალისე დაიღუპა


აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც გრძელდება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა, ქართველი მოხალისე, „ქართული ლეგიონის“ წევრი, დათო შარტავა დაიღუპა. ამის შესახებ თავის ფეისბუკში ცნობა „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა, გამოაქვეყნა.

"სამწუხაროდ დღეს ბრძოლაში დაეცა ჩვენი უსაყვარლესი მეგობარი და მებრძოლი დათო შარტავა, ბოლო რამდენიმე თვე მივლენილი იყო ერთ ერთ ბრიგადაში, დათო ჯარისკაცის გარდა ჩემი მეგობარი იყო. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს", - წერს მამულაშვილი.

დათო შარტავა 2016 წლიდან იბრძოდა უკრაინის სუვერინიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

მამულაშვილის თქმით, ქართველი მებრძოლი დონბასში სამხედრო დავალების შესრულების დროს რუსული "ჰიბრიდული ძალების" მხრიდან დივერსანტის მიერ ნასროლი ნაღმსატყორცნის ჭურვით დაიღუპა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG