Accessibility links

site logo site logo

რუსეთმა გააძევა 20 ჩეხი დიპლომატი


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა

რუსეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ჩეხეთის საელჩოს 20 თანამშრომელი. მათ რუსეთის ტერიტორია 19 აპრილს, დღის ბოლომდე უნდა დატოვონ.

გადაწყვეტილება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააცნეს 18 აპრილს გამოძახებულ ჩეხეთის ელჩს, ვიტესლავ პივონკას და პროტესტი გამოუცხადეს "რუსეთის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებისადმი ჩეხეთის ხელისუფლების არამეგობრული აქტის გამო".

17 აპრილს, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ქვეყნიდან აძევებს 18 რუს დიპლომატს, რომლებიც იდენტიფიცირებულნი არიან როგორც რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები.

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის განცხადებით, ასევე, არსებობს საფუძლიანი ეჭვი, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ კავშირი 2014 წელს, ჩეხეთში საბრძოლო მასალების საწყობების აფეთქებასთან. რუსეთმა ამ ბრალდებას გამოგონილი უწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG