Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გირჩი" პარლამენტში შევიდა


"გირჩის" სამი დეპუტატი პარლამენტში შევიდა. როგორც ისინი ამბობენ, სრულყოფილად საპარლამენტო საქმიანობას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც მმართველი პარტია მათი 7 მოთხოვნიდან რომელიმე ერთს სრულად დააკმაყოფილებს.

დღეიდან პარლამენტში მუშაობას იწყებენ იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და ალექსანდრე რაქვიაშვილი.

"კეთილი იყოს გირჩის ფეხი საქართველოს პარლამენტში. ჩვენ პარლამენტში შემოვედით იმ გზის აღსასრულებლად, რომელიც 1 კვირის წინ გამოვაქვეყნეთ - რაც იმას ნიშნავს, რომ ვდგამთ ნაბიჯს ხელისუფლებისკენ, ველაპარაკოთ იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენ გვაწუხებს... ჩვენ უნდა ვიყოთ ხალხი, რომელმაც უნდა წაახალისოს შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის", - თქვა იაგო ხვიჩიამ.

"გირჩიდან" პარლამენტში 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით 4 დეპუტატი მოხვდა, მათგან ერთი - ზურა ჯაფარიძე, რომელიც პარტიის ლიდერი იყო, მათ გამოეყო და ამ დრომდე არ იწყებს საპარლამენტო საქმიანობას. მის მსგავსად მმართველ პარტიასთან შეთანხმების მიღწევამდე საპარლამენტო მანდატის გამოყენებაზე უარს ამბობს ათეულობით დეპუტატი - "ნაციონალური მოძრაობის" გაერთიანებიდან, "ევროპული საქართველოდან", "ლელოდან", "სტრატეგია აღმაშენებლიდან" და "ლეიბორისტული პარტიიდან".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG