Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათელაშვილი შეთანხმების დოკუმენტზე: არ მოვაწერ ხელს და დავრჩები პარლამენტის გარეთ


"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ხელს არ მოაწერს იმ დოკუმენტს, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შედგა. ის იმავეს მოუწოდებს თავის კოლეგებს, რომლებმაც უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ დაეფიქსირებინათ თანხმობა.

"პასუხის გარეშე ნათელია ჩვენი პასუხი... გადაეცით ჩემს კოლეგებს, რომ მე ვდგავარ მათ გვერდით და ჯერ კიდევ არის დრო, უარი თქვან ივანიშვილის დანაშაულებრივ დოკუმენტზე ხელმოწერაზე. ნუ გაუწევენ ნურავის ანგარიშს - ელჩები მიდიან და მოდიან, საქართველო და ჩვენი ხალხია მუდმივი და ჩვენ მათ უნდა ვემსახუროთ... არ მოვაწერ ხელს და დავრჩები პარლამენტის გარეთ, ყველამ რომ მოაწეროს", - თქვა შალვა ნათელაშვილმა "TV პირველის" ეთერში.

ის მიიჩნევს, რომ "ლელომ", "სტრატეგია აღმაშენებელმა" და იმ პარტიებმა, რომლებიც ხელს მოაწერენ შარლ მიშელის შეთავაზებულ საბოლოო დოკუმენტს, "დაამთავრეს პოლიტიკა".

"და რას უშველის მათ აშშ-ის ელჩი ან შარლ მიშელი, ან სხვა ვინმე საპატივცემულო პიროვნება, მე არ ვიცი", - დასძინა მან.

ევროკავშირის მედიაციით მომზადებულ შეთანხმებაზე ხელმოწერის მზაობა პრეზიდენტის განცხადებამდე უკვე გამოთქვეს: მმართველმა პარტიამ - "ქართულმა ოცნებამ", ასევე, "ლელომ", "სტრატეგია აღმაშენებელმა", "გირჩმა" და "გირჩი - მეტი თავისუფლებამ".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG