ევროპის პარლამენტი და ევროპის კავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ კლიმატის ცვლილების შესახებ ახალ კანონპროექტზე, რომელიც სათბურის აირების გამონაბოლქვს მინიმუმ 55 პროცენტით შეამცირებს 2030 წლისთვის.
თვეების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ, 27-ი სახელმწიფოს, ევროპის პარლამენტის და ევროპის კომისიის წარმომადგენლებმა 21 აპრილს შეთანხმებას მიაღწიეს.
"ეს გარდამტეხი მომენტია ევროპის კავშირისთვის და ძლიერი სიგნალია მსოფლიოსთვის: ჩვენი ერგულება კლიმატის მიმართ ნეიტრალური ევროკავშირის პოლიტიკისადმი იქნება მეგზური მომავალი 30 წლის მანძილზე", დაწერა ტვიტერზე ევროპის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანს ტიმერმანსმა, რომელიც კლიმატის სფეროსთვის პასუხისმგებელია ევროკავშირის აღმასრულებელ სტრუქტურაში.
თუმცა კანონის ოფიციალურად დამტკიცება ჯერ კიდევ საჭიროა ევროპის კავშირის მთავრობებისა და პარლამენტის მხრიდან, პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით, ის მაინც გავა მწვანეთა მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავადაც, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ის საკმარისად კატეგორიული არ არის კლიმატის ცვლილების საქმეში.
ახალი მიზანია ამჟამინდელი პირობის - რომელიც მდგომარეობს გლობალური დათბობის გამომწვევი გამონაბოლქვის 40 პროცენტით შემცირებაში 1990 წლის დონესთან შედარებით - გაზრდა.
ამასობაში, შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, ამ კვირაში განაცხადებს სათბურის აირების შემცირების მიზნების შესახებ, როცა პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 22 აპრილს ჩაატარებს ვირტუალურ სამიტს მსოფლიო ლიდერებთან კლიმატის შესახებ.
ბაიდენმა მსოფლიოს 40 ლიდერი მოიწვია შესახვედრად, რომ დაეწყოთ შეხვედრა "დედამიწის დღეს", რითაც აღნიშნა შეერთებული შტატების სერიოზული დამოკიდებულება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოვიდა პარიზის ხელშეკრულებიდან კლიმატის შესახებ.