Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში იმართება ნავალნის მხარდამჭერთა აქციები


ალექსეი ნავალნის მომხრეთა აქცია სანქტ-პეტერბურგში, 2021 წლის 21 აპრილს
ალექსეი ნავალნის მომხრეთა აქცია სანქტ-პეტერბურგში, 2021 წლის 21 აპრილს

მოკოვის ცენტრში, ასევე სანქტ-პეტერბურგში და რუსეთის სხვა ქალაქებში, 21 აპრილს იმართება საპატიმროში მყოფი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციები. დემონსტრაციები ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მოსკოვში პოლიციამ გადაკეტა მანეჟის მოედანი, სადაც უნდა შეკრებილიყვნენ ნავალნის მომხრეები. შეკრებები იმართება ქალაქის სხვა არეალებში. იტყობინებიან დაკავებების შესახებ.

პეტერბურგში სასახლის მოედანი გადაკეტეს.

საპატიმროში მყოფი ნავალნი უკვე უკვე სამი კვირაა შიმშილობს დამოუკიდებელი სამედიცინო დახმარების მოთხოვნით. მისი მხარდამჭერები ქუჩაში გავიდნენ ციმბირის, ურალის და შორეულ აღმოსავლეთის ქალაქებშიც. ОВД-Инфо- ცნობით დაკავებულების რაოდენობა ამჯერად ნაკლებია, მათი რიცხვი ამ დროისთვის 300-ს აღწევს.

მაგადანში ნავალნის მომხრეთა აქცია პოლიციამ განდევნა. ცნობით, დაკავებულია ორი პირი. კამჩატკის პეტროპავლოვსკში აქცია მოაწყო ქალაქის 40-მდე მცხოვრებმა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ინციდენტი არ მომხდარა, არავინ დაუკავებიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG