Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანია განიხილავს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის 4 ივლისამდე გადმოწევის თემას


გერმანიის თავდაცვის მინისტრი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი ბუნდესვერს ნაწილს სტუმრობს მაზარ-ი შარიფში, 2021 წლის 26 თებერვალს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერი ბუნდესვერს ნაწილს სტუმრობს მაზარ-ი შარიფში, 2021 წლის 26 თებერვალს

მედიის თანახმად, გერმანია განიხილავს გეგმას, რომ თავისი ჯარების ავღანეთიდან გამოყვანა 4 ივლისისთვის გადმოიწიოს.

გერმანიის საინფორმაციო სააგენტო dpa-ს და საფრანგეთის AFP-ს 21 აპრილს მოჰყავთ თავდაცვის მინისტრის წარმომადგენელის ნათქვამი, რომ რომ კანონმდებლები ინფორმირებულები არიან ამ გეგმის შესახებ და რომ მიმდინარეობს კონსულტაციები ნატოსთან.

"ახლანდელი მოსაზრება მდგომარეობს იმაში, რომ შემცირდეს ჯარების გამოყვანის პერიოდი. გამოყვანის თარიღად განიხილება 4 ივლისი, განუცხადა მინისტრის წარმომადგენელმა AFP-ს და ხაზი გაუსვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ნატოს მიერ იქნება მიღებული.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, გასულ კვირას განაცხადა შეერთებული შტატების მიერ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის შესახებ 11 სექტემბრამდე, ანუ ოთხი თვის შემდეგ შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაციისა და თალიბებს შორის შეთანხმებული ვადიდან, რომლის მიხედვითაც ეს 1 მაისამდე უნდა მომხდარიყო.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა, ომისგან განადგურებული ქვეყნიდან თავისი ქვეყნის ჯარების გამოსაყვანად, ადრე შუა აგვისტოს ვადა დათქვა.

დოჰას შეთანხმების თანახმად, უცხოეთის ჯარებს ავღანეთი 1 მაისამდე უნდა დაეტოვებინათ - თალიბანის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, როგორიცაა ალ-ყაიდასთან კავშირების გაწყვეტა და უცხოელი ტერორისტების შეფარებაზე უარის თქმა. თალიბანმა იმის პირობაც დადო, რომ მოელაპარაკებოდა ქაბულს ცეცხლის შეწყვეტისა და ძალაუფლების განაწილების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG